თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ 6 პირი – ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე დარბაზიდან გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.
„ფარისეველი ხართ”, – IPN-ის ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რის გამოც, ბასილაია ვალერიან ფილიშვილმა 300 ლარით დააჯარიმა.
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა აქციაზე დაკავებული კიდევ 6 პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.
18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავებიან.