აღარ დასრულდა ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის გამეტება - პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვას გამოეხმაურა.

“ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა” – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებული ბოლო ინფორმაცია გიორგი საქარაშვილის დაღუპვის თაობაზე.