საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ია.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 9-ვე შემთხვევა არის იმპორტირებული, ყველა მათგანის დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო მანქანის მძღოლი.

ამ დროისთვის განაცხლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 995;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 857;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 5001;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;