31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო კორონავირუსის რეკომენდაციების დარღვევის გამო დაჯარიმდა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 3 სასტუმრო და 31 კვების ობიექტი დააჯარიმა.

როგორც „პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 3 სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და საქმიანობდნენ შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე.