საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.
უწყების ცნობით, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, შემთხვევის ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებომ მდინარე ჯუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.