ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ჯერარსშია“ გადაყვანილი, – ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კლინიკა „ჯერარსის“ წარმომადგენელმა კოტე მუმლაძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ღრმა კომატოზური მდგომარეობა, ჰემორაგიული შოკი – ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – ამბობს კოტე მუმლაძე.