სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მერვე დღეა ეძებენ

პუბლიკა

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს ილია ფილფანს მერვე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე.

საგანგებო სამსახური მეორე დღესვე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საძიებო სამუშაობეში ჩაერთო ვერტფრენი. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მუშაობს ასევე დრონები და 80-მდე მეხანძრე მაშველი.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი სახლიდან 18 ივლის ველოსიპედით გავიდა, მას შემდეგ არავის უნახავს. მოზარდის ოჯახი და ახლობლები ილია ფილფანის მოძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.