ქუთაის-გაენათის ეპარქიას იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს

პუბლიკა

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე საბამ განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი – იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს.

მეუფე საბას თქმით, მეუფე პეტრეს მიტროპოლიტობიდან გათავისუფლების  მიზეზი მისი საჯარო განცხადებები გახდა და არა ის, რაც მან საჯაროდ დაასახელა.

მეუფე პეტრემ მიტროპოლიტის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ განაცხადა, რომ გათავისუფლების „მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილებაა“.