კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა და არც შვილს აცრიდა - NDI

პუბლიკა

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, გამოკითხულთა 46 % პასუხობს, რომ „არა“.

ამავე შეკითხვაზე 38% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრის არსებობის შემთხვევაში „დიახ“ [აიცრებოდა].  ხოლო გამოკითხულთა 15% „არ ვიცის“ პასუხობს.

  • ვაქცინა 01

  • ვაქცინა 02








  • 01
    /




მეთოდოლოგია:

მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუსჯგუფების მეთოდოლოგია.

სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ფოკუსჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუსჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.

ND-ის მიხედვით, მონაწილეები ორი მეთოდით შეარჩიეს: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.

ფოკუსჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.