პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვა

პუბლიკა

პოლიციამდედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვა. ამის შესახებ “პუბლიკას„ შსს-ში განუცხადეს.

არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

როგორც პოლიციაში გვითხრეს ბავშვები მათ უვნებლად იპოვეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.