კორონავირუსით ინფიცირებული 203 პაციენტიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 14 ახალგამოვლენილი ინფიცირებულიდან 12-ის წყარო სოფელი ლენჯერია, ერთის გაჩიანი, ერთი კი შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას განცხადებით, დღესდღეობით კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 კრიტიკულია.

„82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია.. გუშინ იყო 8. ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი –განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.