ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება - გახარია

პუბლიკა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. გახარიას თქმით, ამ პერიოდში არ მოხდება საურავების დარიცხვა.

„რამდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ გადავადდება როგორც განბაჟება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადავადება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და ესაა დახლოებით საგადასახადო გადავადების 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი.