კარანტინში მყოფი მოქალაქე სასტუმროს მე-4 სართულიდან გადახტა და დაშავდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში 27 წლის მოქალაქე სასტუმროს მე-4 სართულიდან გადახტა. შსს-ს ცნობით, დაშავებული გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.

უწყების თქმით, მოქალაქე მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

„14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.“ – წერია შსს-ს განცხადებაში.