საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების იცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემთხვევის წყარო არის დადასტირებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი არის იმპორტირებული, 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება და წყაროების დადგენა.