მესტიის მუნიციპალიტეტში 21 აგვისტოდან, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, ყველა სოფელი გაიხსნება - მთავრობა

პუბლიკა

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

„აღნიშნულ 2 სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.