15 ახალი პაციენტიდან ორის დაინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 15 ახალი ინფიცირებულიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით, 1128 გამოჯანმრთელებული გვყავს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81%-არის, ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.

240 დადასტურებული შემთხვევიდან, 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომელიც კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, 23 მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის  1 385 შემთხვევაა დადასტურებული.

განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 385;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1128;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 6903;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;