დღეში საშუალოდ 4830 PCR ტესტირება ტარდება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ზოგად ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა, ასევე, გარდაცვლილ პაციენტებსა და ტესტირებაზე.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 24 მილიონს უახლოვდება თუმცა პოზიტიური ტენდენციაა გარდაცვალების მაჩვენებლის კლებაში. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდინფექციით გარდაცვალებულთა მაჩვენებელი 7%-დან 3.4 %-მდე ჩამოვიდა, ასევე პოზიტიური ტენდენციაა გამოჩანმრთელებულების რაოდენობაში, რომელიც საერთო ინფიცირებულთა 69%-ს შეადგენს უკვე.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას, ამირან გამყრელიძე ამბობს, პანდემია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ყველა ახალ შემთხვევაზე ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ რეაგირებს, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუცა მონაცემები საყურადღბოა.

ცენტრის დირექტორმა გუშინ კოვიდინფექციით გარდაცვლილ 2 პაციენტზეც ისაუბრა.

„ერთი ქალბატონი 87 წლის იყო.  დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ერთ -ერთ კლინიკაში. იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰქონდა მრავლი თანმხლები დაავადება რამაც გამოიწვია ლეტალური შედეგი.

მე-19 შემთხვევა კი იყოს 67 წლის ქალბატონი. 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ოჯახში 4 წევრს დაუდასტურდა, გახლდათ მესამეული კავშირი ლენჯერის კლასტერთან. ეს ქალბატონი ასევე გახლდათ მძიმედ მიმდინარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ჰქონდა კოქსართროზი, მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, რთულად გადაადგილდებოდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი სახლში დაკვირვების შესახებ,  მის ინფიცირებულ დასთან ერთად, რადგან თვითონ კოვიდინფექცია მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. სამწუხაროდ, გართულდა და გადაყვანა ვერ მოესწრო  და განვითარდა უეცარი სიკვდილი, რომელიც დიდი ალბათობით დაკავშიტებულია ცხიმოვან ემბოლიასთან, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ტესტირების გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ PCR ტესტირება საკმაოდ გაფართოვდა ქვეყნის მასშტაბით. ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, საშუალოდ დღეში 4830 PCR ტესტირება ტარდება.

„იყო დღეები, როდესაც დღის განმავლობაში 5000-დან 6000-მდე ტესტი იყო, მთლიანად ქვეყანაში, იანვრის ბოლოდან მოყოლებული, ჩატარებულია 350 000 PCR ტესტი.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის.

გაფართოეული ტესტირება მიმდინარეობს რამდენიმე წერტილში, განსაკუთრებით ეს ხდება მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ხვალ და ზეგ ძირითადად მთავრდება საკარანტინო ვადა იმ პირების, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ, ან კარანტინში.

80-85%-ს ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითი იყო და დატოვეს საკარანტინო სივრცეები, დარჩენილ 15-20%-ს დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტესტირება და იმედი გვაქვს, უარყოფითი იქნება პასუხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.