საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1462 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის კვლავ 1196-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 7 ახალი შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. მისი განმარტებით, 2 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგანაც ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ეზუგბაიას თქმით, 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია და წყაროს მოსაძიებლად მიმდინარეობს ეპიდ-კვლევა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 462;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 196;
- მათ შორის გარდაცვლილი – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 5 806;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;