ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.

„ამ 38 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ – 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა – დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 17-ით და სულ გამოჯანმრთელებულების საერთო მონაცემის 82%-ს შეადგენს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს 251 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 3 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 15 მძიმე პაციენტი. დანარჩენები კი საშუალო და მსუბუქი შემთხვევებია.