სასტუმრო „ოაზისში" აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

სასტუმრო „ოაზისში” აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, „ოაზისში” აღებული ყველა ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა დასრულდა.

სასტუმრო „ოაზისში“, სადაც კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯამში სასტუმრო „ოაზისში” 900-მდე ადამიანი იმყოფებოდა.