აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან 9 „დონას“ კონტაქტია; 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი; 1 – კარანტინში გამოვლინდა; 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი, ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.


საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1596;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1294;
  • გარდაიცვალა – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 6250;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.