პირველადი ინფორმაციით, იკვეთება, რომ შრომის უსაფრთხოეიბს წესები არ იყო დაცული - პროფკავშირი

პუბლიკა

დღეს ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამინი, 1 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუსთან“ მიმდინარე სარემონტო სამუშაობის შედეგად აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. დაშავებულებს შორის არის  მუშა, კლუბის თანამშრომელი და გამვლელი. გარდაცვლილიც მუშაა.

შემთხვევას პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პირველადი ინფორმაციით იკვეთება, რომ შრომის უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.