ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 34 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 15 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო 6 საკონდიტრო მაღაზიის „დონას“ კლასტერია.
„ქვეყანაში გვქონდა 1650 შემთხვევა, დაგვემატა 34 ახალი შემთხვევა და გახდა 1684. პაციენტების განაწილება ასეთია:
6 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი და 2-ზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კოტნაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, დღეს კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
„გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 78% და ამ ეტაპზე, covid-ცენტრებში მკურნალობს 342 პაციენტი. ამ 342 პაციენტიდან 3 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 16 მძიმე პაციენტი“, – თქვა ეზუგბაიამ.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1684;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1315;
- გარდაიცვალა – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 6020;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41;