11 სექტემბერს Eclectik-ის ფესტივალი გაიმართება

პუბლიკა

11 სექტემბერს თბილისში, ლისის მიმდებარედ Eclectik-ის ფესტივალი გაიმართება, სადაც 16:00 საათიდან დაიწყება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ფერების ფესტივალი. მუსიკალურ სცენას დაიკავებენ Asea Sool, ზაზა ნოზაძე [Sfx] და კაბუ. ღამით კი მსმენელის წინაშე დიჯეები Hesque და A70 წარდგებიან.

„Eclectik იცავს მთავრობის მიერ დადგენილ ახალ რეგულაციას და 11 სექტემბრის ივენთზე დასწრება, სამწუხაროდ, მხოლოდ 200 ადამიანს შეგვეძლება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.