ყველა პირი, ვისაც ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, გადავა თვითიზოლაციაში - პარლამენტის პრესსამსახური

პუბლიკა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა,  პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი  პირბადის გამოყენებაზე“, – აცხადებენ პარლემენტის პრესსამსახურში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანო აგრძელებს  ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.​


დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.