6 ქალაქში დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდნენ ის დაწესებულებები, ვინც სწავლა უკვე დაიწყო

პუბლიკა

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, 6 მსხვილ ქალაქში საკლასო და სააუდიტორიო მეცადინეობები უნდა შეწყდეს იმ დაწესებულებებში, ვინც სწავლა უკვე დაიწყო.

„[აღნიშნულ ქალაქებში] ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“, – განაცხადა დგებუაძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ქვეყნის 6 მსხილ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, 1 ოქტომბრიდან კი პროცესი საკლასო სივრცეში გაგრძელდება.