თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში, ისნის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების/ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.