მივიღეთ მუქარის წერილი - tv პირველის დამფუძნებელი

პუბლიკა

TV პირველის დამფუძნებელის ვატო წერეთელის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მუქარის წერილი მიიღო.  როგორც ვატო წერეთელის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, იგივე შეტყობინება გაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რამდენიმე ტელევიზიის ელექტრონულ მისამართზეც.

წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.

„თქვენ მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორმაციის გაჟონვას.  თუ ეს წერილი უგულველყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება“, – წერია ვატო წერეთელის მიერ გავრცელებულ ფოტოში.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ფაქტის შესწავლა დაიწყო და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.