გორთან საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არის მსხვერპლიც

პუბლიკა

გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან, მაგისტრალზე ავარია მოხდა. ინფორმაციას, ინციდენტის ამსახველ ფოტოსთან ერთად, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  ავტობანზე მოძრავი მანქანა სატვირთო მანქანას შეეჯახა. ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია, მანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე მისული არიან მაშველები და პოლიცია.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.