საქართველოს კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
• “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
• “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია;
• “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა.
ეროვნული კინოცენტრის განცხადებით, წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კინოცენტრის ცნობით, კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.
ოსკარის 93-ე დაჯილდოება 2021 წლის 25 აპრილსაა დაგეგმილი. ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გახდება ცნობილი.