საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში 92 გახდა.
გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა.
„სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID -19. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია დიაგნოზში.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილთაგან ეს მეშვიდე შემთხვევაა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 196 აჭარაში დაფიქსირდა, 178 კი – თბილისში.