მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძარში მიდის, ეკეთოთ პირბადე ეკლესიაში – გამყრელიძე

პუბლიკა

„როცა გეუბნებით, რომ გვაქვს ზრდა და ამ ზრდის შეჩერება და შემცირება ამ ეტაპზე შეუძლია პირბადეს, მოდი რა, ვიხმაროთ ყველამ პირბადე“, ‒ ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს დიდი დღესასწაულია, სვეტიცხოვლობა. მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და იყვნენ პირბადით. [ეკლესიებში] უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია… იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.


დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

  • თბილისი – 297;
  • აჭარა – 189;
  • იმერეთი – 150;
  • შიდა ქართლი – 12;
  • ქვემო ქართლი – 11;
  • მცხეთა-მთიანეთი – 9;
  • გურია – 6;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
  • კახეთი – 2;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.