კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ | აჭარის ჯანდაცვა

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი.

სამინისტროსვე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, რადგან დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

„პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.