საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი. გარდაიცვალა კიდევ 4  პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 16285
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 7827
  • მათ შორის გარდაცვლილი – 128
  • კარანტინის რეჟიმში – 5900
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1388
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41