დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 18 663;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 8 338;
- გარდაიცვალა – 143
- კარანტინის რეჟიმში – 6 407;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 1 420;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.