წილოსანს 15-20 წუთით შევხვდი საერთო მეგობართან, ამიტომ გადავედი იზოლაციაში - მდინარაძე

პუბლიკა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.

„მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, – არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა“, – წერს მდინარაძე.


დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში განაცხადა, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს მხოლოდ ორ დეპუტატს – ნინო წილოსანსა და გენადი მარგველაშვილს. „მდინარაძე იზოლაციაშია, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან“, – აღნიშნა კობახიძემ.