COVID-19 | როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

პუბლიკა

21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1351  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 14  და გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 445;
  • აჭარა – 369;
  • იმერეთი – 295;
  • ქვემო ქართლი – 76;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66;
  • მცხეთა-მთიანეთი – 23;
  • შიდა ქართლი – 23;
  • კახეთი – 20;
  • სამცხე-ჯავახეთი – 18;
  • გურია – 15;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 1.

საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში არის 372 მძიმე პაციენტი, მათგან თბილისში 186 მკურნალობს, აჭარაში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პირია, მათგან 11 აჭარაშია.