ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 1351 ახალი შემთხვევიდან 61 შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

„1351 ახალი შემთხვევიდან წყაროების მიხედვით და რისკჯგუფების მიხედვით ძირითადად არის სიმპტომებიანი ადამიანები. ახალი შემთხვევებიდან 1012 არის სიმპტომებიანი, შემდეგ მოდის კონტაქტები – 51 შემთხვევა, ინფიცირებულია 61 ადამიანი, ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. ინფიცირებულია როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალიც“, – განაცხადა მან.

გუშინ, 20 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი შემთხვევებიდან 60 შემთხვევა უკავშრდებოდა სამედიცინო პერსონალს.


დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1351  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 14  პაციენტი. გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 21208;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9003;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 172;
  • კარანტინის რეჟიმში – 4462;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1772;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;