უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზწ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 427 მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20.
დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 412.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 034
- აჭარა – 320
- იმერეთი – 258
- ქვემო ქართლი – 107
- შიდა ქართლი – 68
- გურია – 12
- სამეგრელო -ზემო სვანეთი – 49
- კახეთი – 37
- მცხეთა-მთიანეთი – 36
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2