გურამ ფალავანდიშვილი და მისი თხუთმეტამდე თანამოაზრე კინოთეატრ „ამირანთან“ ისევ აქციას მართავს. მოძრაობა „ზნეობის“ წევრები აპროტესტებენ ორი ფილმის ჩვენებას, რომლებსაც მაყურებელი ამ წუთებში უყურებს თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში. ფალავანდიშვილი ქართული ფილმის „კომეტებისა“ და მაკედონიური ფილმის „ღმერთი ცოცხალია და მას პეტრუნია ჰქვია“ კინოჩვენებებიდან მოხსნას მოითხოვს.
„მაკედონიური ფილმის აფიშაზე შიშველი ქალია გამოსახული და გულზე ადევს ჯვარი. სათაურსა და აფიშაზეც უკვე შეურაცხყოფა ჩანს. მაგალითად, ხვალაც გადის ფილმი „წყეული კვირა“ [რეჟ. ჯონ შლეზინგერი. 1971], აქ სათაურშივე უკვე მიუღებელი რაღაცაა“, – ამბობს ფალავანდიშვილი „პუბლიკასთან“.
ფალავანდიშვილის თქმით, ცენზურა უნდა არსებობდეს და ყველაფერი ის, რაც კანონით ისჯება, ეკრანზეც არ უნდა ჩანდეს.
წაიკითხეთ რეცენზია ფილმზე „კომეტები“: