აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი აქვს

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, მინისტრს კორონავირუსი სამი დღის წინ ჯერ სწრაფი, შემდეგ კი PCR-ტესტით დაუდგინდა. მისივე ცნობით, იგი სახლში იმყოფება და მკურნალობას პროტოკოლით გათვალისწინებული წესებით აგრძელებს.