პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
“გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს”. – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
როგორც ადმინისტრაციასი ამბობენ, პრემიერ-მინისტრი 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.