თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ წარმოადგინა გასული დღის სტატისტიკა, რამდენმა მოქალაქემ დაარღვია საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები.
„გუშინ ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1489 მგზავრი შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, ემგზავრა პირბადის გარეშე მიკროავტობუსში. გამოვლინდა 3 ფეხზე დგომით მგზავრობის შემთხვევა. მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ატარონ პირბადე, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია.