ბოლო 24 საათში 182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა - გამყრელიძე

პუბლიკა

ბოლო 24 საათში 182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დღეს, 7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 754;

მან ბრიფინგის დასაწყისში მიმოიხილა ზოგადი ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოსა და მსოფლიოში. ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია.

„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.