„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ „სირცხვილიას“ ატივისტები დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 4 პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.