ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ სირცხვილიას აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა” – წერს ადვოკატი.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე.
გიორგი მჟავანაძე სხვა ატივისტებთან ერთად რამდენიმე საათის წინ დააკავეს.