დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.
სააგენტოს ცნობით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.