ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია იმართება

პუბლიკა

ბათუმში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, მთავრობის სახლის წინ აქცია იმართება. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

“მთავარი მოთხოვნა გაყალბებული არჩევნების უარყოფაა. ივანიშვილს არჩევნებს არ მოვაპარინებთ. მათ მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება. მიიტაცეს ხელისუფლება და ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება უნდა მართოს ოპოზიციამ. ამას ივანიშვილი და მისი ხელის ადამიანი თამარ ჟვანია არ ეგუება.” – განუცხადა ტვ “პირველის” ჟურნალისტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

მისი თქმით, არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გუშინ თბილისშიც გაიმართა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორების მხარდაჭერით დაწყებული მოლაპარაკების დაწყების მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნები არ იცვლება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.