ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ვამხილეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა.

შსს-ს განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს . მათივე ინფორმაციით, მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.