სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters იუწყება სერბეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით. პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა. მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.